ჰიტლერის ტელეფონი აუქციონზე გაიტანეს [Photo/Video]

ჰიტლერის პირადი სატელეფონო აპარატი აშშ-ში აუიქციონზე გაიყიდება, – გვაცნობებს აუქციონის სახლის – Alexander Historical Auctions-ის საიტი.

ფიურერს Siemens-ის ტელეფონი ვერმახტმა აჩუქა. 1945 წელს სატელეფონო აპარატი საბჭოთა ჯარისკაცებმა ჰიტლერის ბუნკერში იპოვეს და ბრიტანელ ოფიცერს გადასცეს, რომლის ოჯახი მას 70 წლის მანძილზე ინახავდა.

აუქციონის სახლი აღნიშნულ ლოტს ყველაზე დამანგრეველ იარაღს უწოდებს, რომელმაც მილიონობით ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. ტელეფონის სავარაუდო ფასი 200-300 ათასი დოლარია.

აუქციონი 19 თებერვალს გაიმართება. იქ ტელეფონის გარდა მესამე რეიხის ეპოქის სხვა ნივთებსაც გამოფენენ.

 

[print_gllr id=52467]

მსგავსი პოსტები

Back to top button