სპორტი
ჰიუსტონის უცნაური რეკორდი NBA- ში

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ჰიუსტონ როკეტსმა” უცნაური და ორიგინალური რეკორდი დაამყარა
ტეხასურმა კლუბმა სეზონი საშინლად დაიწყო.15 მატჩიდან ყველა წააგო და 0 ქულა ქონდა
შემდეგ ძალა მოიკრიბა და ზედიზედ მეშვიდე შეხვედრა მოიგო.
ნაციონალური ლიგის ისტორიაში მსგავსი რეკორდი არცერთ გუნდს არ დაუმყარებია.
ბოლოს “როკეტსი” “ბრუკლინ ნეტსს” შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 114:104 დაამარცხა.
მატჩში ყველაზე სარგებლიანი მოთამაშე ერიკ გორდონი იყო.ტეხასელმა 21 ქულა,2-2 მოხსნა და პასი და 1 დაფარება ჩაიწერა აქტივში
ამ დროისთვის “ჰიუსტონ როკეტსი” 8 გამარჯვებით და 16 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-13 საფეხურზე დგას.
მომდევნო შეხვედრას კლუბი 11 დეკემბერს “მილუოკი ბაქსის” წინააღმდეგ გამართავს