მნიშვნელოვანისპორტი

ჰოლანდია სახლში წავიდა. მოქმედი ევროპის ჩემპიონები ტურნირს გამოეთიშნენ. #ევრო2020

ევროპის მე_16 ჩემპიონატზე 4 მეოთხედფინლისტის ვინაობა გარკვეულია.

იტალიის ნაკრებს ავსტრიის დასამარცხებლად დამატებითი დრო დასჭირდა. საქმე პენლებამდე აღარ მივიდა და 30 წუთში გატანილი 3 გოლით “სკუადრა აძურამ” ანგარიშით 2:1 დაამარცხა ავსტრიის ეროვნული გუნდი.

დანიას უელსთან იოლი გასეირნება გამოუვიდა. მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნა და 4:0 სძლია.

სენსაცია დაფიქსირდა ნიდერლანდების და ჩეხეთის შეხვედრაში. კაცნაკლულმა ნიდერლანდელებმა ვეღარაფერი მოუხერხეს ჩეხურ შტურმს და ანგარიშით 0:2 დამარცხდნენ. ყველაზე დამაინტრიგებელი ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა გამოდგა.

იყო ტრავმები და მცირე შეხლა-შემოიხლაც. კევინ დე ბრუინი სათადარიგო სკამზე დაჯდა და ლუკაკუ დაშავდა. მიუხედავად ამისა, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გააქტიურებულმა ევროპის მოქმედმა ჩემპიონებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს..

მატჩის 42_ე წუთზე , ტორგან აზარის მიერ გატნილი გოლი შეხვედრაში ერთადერთი აღმოჩნდა და ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალში გავიდა. მორიგ ტურში ბელგიელთა მეტოქე იტალიის ნკრები იქნება. მატჩი კი 3 ივლისს გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button