ჰოლივუდის მსახიობი “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ იბრძვის [Video]

ჰოლივუდის მსახიობი მაიკლ ენრაიტი, რომლის ერთადერთი შეხება ომთან ფილმები იყო, ერაყსა და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ იბრძვის.

ენრაიტის თქმით, იგი სირიაში მას შემდეგ წავიდა, რაც ტერორისტებმა ამერიკელ ჟუნრალისტს ჯეიმს ფოლეის თავი მოჰკვეთეს.

c7c67a477bbfddb3ef532ecc676f4f45b049a1215967996„საქმე იქამდე მივიდა, რომ უბრალოდ ყველა მათგანის განადგურება მინდა“, – აცხადებს მსახიობი.

ტერორისტები დასავლელი მძევლისთვის 100 ათასამდე აშშ დოლარს იხდიან. ენრაიტი აცხადებს, რომ ამ შემთხვევისთვის ის ერთ ტყვიას თავისთვის ინახავს და მან სირიაში გამგზავრების შესახებ არავის შეატყობინა, რათა აეროპორტში არ დაერეკათ და მისი გამგზავრებისთვის არ შეეშალათ ხელი.

„უბრალოდ ავდექი და წავედი, შემდეგ ვუთხარი მათ ამის შესახებ „ფეისბუქზე“. ვწუხვარ, რომ ყველა მეგობარს ვერ გამოვემშვიდობე, შეიძლება ვერც დავბრუნდე, არ ვიცი“, – აცხადებს მსახიობი.

ენრაიტმა კარგად შეისწავლს ისლამი, სახელი მაიკლ მუსტაფა ალიზე შიცვალა და წვრთნები ადგილობრივ მებრძოლებთან ერთად გაიარა. შემდეგ მას იარაღი – AK 47 მისცეს, რომლსაც „ოლგა“ დაარქვა.

„როდესაც პოზიციას იცავ, ხვდები რომ ცივილიზაციასა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შორის მარტო შენ და შენი „კალაშნიკოვია“. აქ სათამაშოდ არ ჩამოვსულვარ, უნდა ვიომო. – აცხადებს მსახიობი.

51 წლის ენრაიტი მაყურებელს შემდგი ფილმებით დაამახსოვრდა: „კარიბის ზღვის მეკობრეები: მიცვალებულის სკივრი“, „ნოეს კიდობანი. ახალი საწყისი“, და სხვა დეტექტიური ჟანრის სერიალებიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button