მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის თავდაცვის უწყება – კიევმა მოსკოვზე დრონით თავდასხმა სცადა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დღეს, მოსკოვის ოლქში, პოდოლსკის რაიონში, საჰაერო თავდაცვის სისტემამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. უწყების მტკიცებით, “ტერაქტის” შედეგად არავინ დაშავებულა.

“დღეს აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა, მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ უპილოტო საფრენი აპარატით ტერორისტული თავდასხმა განეხორციელებინა,” – ნათქვამია განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად არავინ დაშავებულა ან დაღუპულა.

პრესრელიზში ნათქვამი იყო, რომ ვნუკოვოს აეროპორტიდან დაგეგმილი რეისების ნაწილი სხვა აეროპორტებიდან შესრულდება.
“თავდასხმის” გამო, “ვნუკოვოს” აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა. აღნიშნულ განცხადებას უკრაინა ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

მსგავსი პოსტები

Back to top button