ჰომოფობიური თავდასხმის ფაქტზე GDI შსს-ს მყისიერი რეაგირებისგენ მოუწოდებს
GDI, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” ეხმაურება 2021 წლის 15 მაისს დედაენის ბაღში ჰომოფობიურ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმის ფაქტს.
ორგანიზაცია შსს-ს, მყისიერი და მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს
„აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით (IDAHO), 15-20 მაისის ფარგლებში თბილისში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი. ამასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „პოლიცია უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს. ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობას, პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი რეაგირება.“ თუმცა, ამის საპირისპიროდ გუშინდელი ინციდენტი მიუთითებს შსს-ს არასაკმარის ძალისხმევაზე, სამართალდარღვევის აღკვეთასთან ერთად პასუხი აგებინოს ჰომოფობიურად განწყობილ პირებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგგახსენებთ, დედა ენის ბაღში, ლგბტქ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია, ულტრამემარჯვენე აქტივისტმა, გურამ ფალავანდიშვილმა 15 მაისს დაარბია. მან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინსტალაციის მონაწილეებსაც.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,რაც გულისხმობს დევნას, ჩადენილს ძალადობით ან ძალადობის მუქარით.