სპორტი

ჰუნტელაარი შალკეში დაბრუნდა

4 წლის შემდეგ კლაას-იან ჰუნტელაარი შალკეს დასახმარებლად გუნდში დაბრუნდა.

ნიდერლანდების ნაკრების და აიაქსის ყოფილი თავდამსხმელი ახალ კლუბში წლის ბოლომდე დარჩება. შალკეს ახლა რთული პერიოდი აქვს, 16 ტურიდან მხოლოდ ერთი მოგება აქვს და ბუნდესლიგის გასავარდნ ზონაშია.

37 წლის ფორვარდი, რომელიც შალკეში 2010-2017 წლებში თამაშობდა, ახლა მზადაა კლუბის ძველი დიდების დასაბრუნებლად იბრძოლოს.

იმ შემთხვევაში თუ „ხუმარები“ მიმდინარე სეზონის ამოქაჩვას შეძლებენ, – გუნდის ხელმძღვანელობა ჰოლანდიელისთვის კონტრაქტის პირობების შეცვლაზე დაფიქრდება.

ჰუნტელაარის კარიერაში ყველაზე შთამბეჭდავი პერიოდი სწორედ გელზერკირხენის შალკეს უკავშირდება. 2011-2012 წლების სეზონზე თავდამსხმელმა ყველა ტურნირის ჩათვლით 48 შეხვედრაში 48 გოლი გაიტანა და ბუდესლიგაში გატანილი 29 გოლით, სეზონის ბომბარდირის ტიტული მოიპოვა.

37 წლის თავდამსხმელი შალკეს და აიაქსის გარდა, მილანის და რეალის ღირსებასაც იცავდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button