იაპონელებმა რობოტის ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყეს [Video]

იაპონიაში სახლის რობოტ Pepper-ის ტანსაცმლის გაყიდვა დაიწყეს, – იუწყება ადგილობრივი პრესა.

თავად სახლის რობოტების გაყიდვა გასული წლის ზაფხულში დაიწყო და დიდი ფურორი მოახდინა. Pepper-ზე მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ მისი შეძენა მხოლოდ წინასწარი დაკვეთით შეიძლება.ადამიანები რიგში ეწერებიან და რობოტების ახალი პარტიის შემოსვლას მოუთმენლად ელოდებიან. შეოსული დანადგარის ათასი ეგზემპლარი მომენტალურად იყიდება.

გასაკვირი არაა, რომ მაღალი მოთხოვნის პირობებში მანქანის მწარმოებელმა ფირმამ მისთვის ტანსაცმლის შეკერვაც გადაწყვიტა. თუმცა ეს არც ისე მარტივი ოპერაცია აღმოჩნდა. ნაჭერი სითბოს გაცვლას აფერხებდა და რობოტი ხურდებოდა.

ახლა იაპონელებმა სპეციალური ქსოვილი შეიმუშავეს, რომლისგანაც 5 სახის უნიფორმას კერავენ.

Pepper-ი უნივერსალური რობოტია. მას შეუძლია საჭირო ნივთების მონახვა, ბავშვებთან თამაში, უცხო ენის რეპეტიტორობა და ადამიანთან ცხოვრებისეულ საკითხებზე საუბარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button