მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იაპონია G7-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის მიწვევას გეგმავს

იაპონია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი “დიდი შვიდეულის“ სამიტზე მიწვევას გეგმავს, რომელიც 19-21 მაისს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში გაიმართება და უკრაინის საკითხს მიეძღვნება. ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა Nikkei წერს, რომ იაპონიას, როგორც „დიდი შვიდეულის“ თავმჯდომარე ქვეყანას, სურს შექმნას პირობები ინტენსიური დისკუსიებისთვის უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
როგორც გამოცემა „ნიკკეი“ წერს, პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას სურს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან პირადად მოისმინოს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ. ასევე იგეგმება საკვებისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვაც.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინასთან დაკავშირებით, „დიდი შვიდეულის“ კოორდინირებული ქმედებები მნიშვნელოვანი საკითხია იაპონიისთვის, რომელიც შესაძლოა, ჩათრეული აღმოჩნდეს ტაივანის გარშემო კონფლიქტში. იაპონიის ხელისუფლებაში თვლიან, რომ ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, საჭიროა ოპერატიული და მკაცრი პასუხი აშშ-სთან და ევროპასთან ერთად, როგორც ეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მოსკოვთან მიმართებაში მოხდა
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების ონლაინ შეხვედრა 12 დეკემბერს გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით გაიმართა.

სახელმწიფოს მეთაურებმა უკაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.

11 დეკემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის სამიტიდან მნიშვნელოვან შედეგებს ელის.

12 დეკემბერს, გერმანიი კანცლერის, ოლაფ შოლცის ხელმძღვანელობით, G7-ის ლიდერების ონლაინ შეხვედრა გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურებმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები განიხილეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button