მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

“საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით”

იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას, – ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში იაპონიის საელჩომ Facebook გვერდზე გაავრცელა.

განცხადება რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 17 აპრილს, სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განხორციელებულ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს უკავშირდება.

„იაპონიის თანმიმდევრული პოზიციაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საკითხის გადაწყვეტა მოხდეს მშვიდობიანი გზით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრული დაცვით და საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების პატივისცემით, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და სრულიად სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. აღნიშნულ პოზიციაზე 17-18 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა არანაირ გავლენას არ მოახდენს. იაპონია ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button