იაპონიამ კოსმოსური ნარჩენების ასაკრეფად ხომალდი გაუშვა [Photo/video]

იაპონიამ სატვირთო ხომალდი გაუშვა, რომელიც უზარმაზარი ბადის მეშვეობით დედამიწის ორბიტაზე დაგროვილი კოსმოსური ნაგვის ალაგებას შეეცდება, – იუწყება BBC.

უპილოტო სატვირთო ხომალდი, სახელწოდებით “ყარყატი” (იაპონურად Kounotori), რომლის ბორტზე ნაგვის შემგროვებელი მოწყობილობაა განთავსებული, იაპონელმა მეცნიერებმა ტენეგასიმას კოსმოსური ცენტრიდან გაუშვეს. ამჟამად “ყარყატი” საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს უახლოვდება.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ 700 მეტრიანი ბაგირის მეშვეობით, რომელიც ალუმინის ძაფებისა და ფოლადის მავთულებისგანაა დამზადებული, ნაგვის მოძრაობას შეაჩერებენ და ნელ-ნელა ორბიტას მოაშორებენ.

კოსმოსური კვლევების სტატისტიკის თანახმად, დედამიწის ორბიტაზე 100 მილიონი ობიექტი ტრიალებს. მათ რიცხვშია მწყობრიდან გამოსული ძველი თანამგზავრები, კოსმოსური აპარატების დანადგარები, ხელსაწყოები და რაკეტების ფრაგმენტები.

ექსპერტების თქმით, ნაგვის შესაგროვებლად ძვირადღირებული აპარატის გაშვება სავსებით გამართლებულია, ვინაიდან კოსმოსური ნარჩენები დიდ საფრთხეს უქმნიან ამჟამად ფუნქციონირებად თანამგზავრებს, რომელთა მწყობრიდან გამოყვანა ან მათი დაკარგვა დედამიწელებს ასტრონომიულ თანხად დაუჯდებათ.

 

blog_iss026e033210

მსგავსი პოსტები

Back to top button