იაპონიაში 90 000 ადამიანია ევაკუირებული [Video/Photo]

იაპონიის პრეფექტურა იბარაკის 90 000 მცხოვრები, წყალდიდობისა და ჩამოწოლილი მეწყრის გამო, იძულებულნი არიან, რომ საკუთარი სახლები დატოვონ, – გადმოსცემს BBC.

1 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 12 მძიმედ დაშავდა. მაშველები მოსახლეობის ევაკუაციას ვერტმფრენებით ახორციელებენ.

იაპონიის ქალაქ ძესოში, მდინარე კინუგავამ კალაპოტი გაარღვია და 22 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა.

სიტუაცია ძლიერმა ღვარცოფმა გაამწვავა, რომელიც ტაიფუნ „ეტაუს“ მოჰყვა. მეტეოროლოგების მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში 600-700 მილიმეტრი ნალექი მოვიდა.

იაპონიაში, 10 სექტემბერს, უამინდობის გამო, ათობით ავიარეისი გადაიდო. ხელისუფლებამ 5 000-ზე მეტ ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება ურჩია.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”17485″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button