იაპონიაში ახალი ვულკანი ამოიფრქვა [Video]
იაპონიის სამხრეთ-დასავლეთით ვულკანი კუჩინოერაბუ ამოიფრქვა.
ამავე სახელწოდების კუნძული (კუჩინოერაბუ), პრეფექტურა კაგოსიმას ეკუთვნის. ამოფრქვევას, საშიშროების ყველაზე მაღალი, მეხუთე ნიშნული მიანიჭეს.
ამოფრქვევის პირველ წუთებში, ბოლის სვეტების სიმაღლემ, 9 000 მეტრს მიაღწია. იაპონიის დროით 9:59 წუთზე, პიროკლასტიკურმა ნაკადმა, სანაპირომდე მიაღწია და მთავრობამ მოსახლეობის ევაკუაცია გამოაცხადა.
პატარა კუნძულზე, სადაც ვულკანია განლაგებული, 140 კაცი ცხოვრობს, რომლებსაც იაპონიის სხვა კუნძულებთან მარტო ბორანი აკავშირებთ.
იაპონიის პრემიერ-მინისტრ სინძო აბეს კანცელარიაში შექმნილია საგაგნგებო შტაბი და სამაშველო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
ინფორმაცია მსხვერპის შესახებ არ გავრცელებულა.