იაპონიაში მამაკაცმა ფესტივალის მონაწილეებს “მოლოტოვის კოქტეილები” დაუშინა [Photo/Video]
იაპონიის დედაქალაქში, ფესტივალის მსვლელობის დროს, ხანდაზმულმა მამაკაცმა საკუთარი ფანჯრიდან გამვლელებს აალებადი ნივთიერების შემცველი რამდენიმე ბოთლი ესროლა, – იუწყება სააგენტო Kyodo.
ე.წ. “მოლოტოვის კოქტეილები” ასფალტზე დანარცხების შემდეგ აალდა და 15 ადამიანი დააშავა. მათ რიცხვში ბავშვებიც იყვნენ. ხანდაზმული იაპონელის საქციელის მიზეზები დაუდგენელია, თუმცა არის ვერსია, რომ იგი ფესტივალის ხმაურმა შეაწუხა. განხორციელებული ბოროტმოქმედების შემდეგ მამაკაცმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, იგი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39932″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]