მსოფლიო

იაპონიაში მოსახლეობის ვაქცინაცია მაისში დაიწყება

იაპონიაში მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციის დაწყება მაისში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 2 თვით ადრე იგეგმება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი გამოცემა Yomiuri Shimbun-ი წერს, მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ივლისისთვის, როდესაც ოლიმპიური თამაშების გახსნა იგეგმება, ზრდასრული მოსახლეობის უმეტესი ნაწილი აცრილი იქნება.

იაპონია 126 მილიონი მოქალაქის ვაქცინაციისთვის საკმარისი რაოდენობის დოზის მიწოდებაზე ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე შუთანხმდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ვაქცინა, რომლის გამოყენებასაც იაპონია ვაქცინაციის პროგრამაში გეგმავს და რომლის დამტკიცებაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს, კომპანია Pfizer-ის ვაქცინაა.

მედიის ინფორმაციით, პირველ რიგში 10 000-მდე მედიკოსი აიცრება, შემდეგ კი 65 წელს ზემოთ მოქალაქეები, ასევე თანხმლები დაავადების მქონე მოქალაქეები, რომელთა საერთო რაოდენობა 50 მილიონს აღწევს.

მსგავსი პოსტები

Back to top button