იაპონიაში პლანეტის უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა

სამშაბათს, 19 იანვარს, იაპონიაში პლანეტის უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა. 112 წლის იასუტარო კოიდე ნაგოიას საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

კოიდე 1903 წლის 13 მარტს იაპონიის ქალაქ ცუგურაში დაიბადა. იგი 107 წლის ასაკში საცხოვრებლად ნაგოიაში გადავიდა, სიკვდილამდე ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები არ შექმნია და კითხვა უსათვალოდ შეეძლო.

კოიდე პლანეტის უხუცეს მამაკაცად ოფიციალურად გასული წლის აგვისტოში აღიარეს, როცა 112 წლის ასაკში მისი თანამემამულე, დღეგრძელი საკარი მომოი გარდაიცვალა.

ამჟამად, პლანეტის უხუცეს ქალბატონად, არაოფიციალურად, 122 წლის ვიეტნამელი ნგუენ ტხი ჩუ ითვლება, ხოლო ოფიციალური ტიტულის მატარებელი, ამერიკელი სუზან ჯონსია. მას 116 წელი შეუსრულდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button