იაპონიაში პლანეტის უხუცესი მამაკაცი გარდაიცვალა
იაპონიაში, 112 წლის ასაკში, პრეფექტურა საიტამას მკვიდრი, დედამიწის ყველაზე მხცოვანი მამაკაცი – საკარი მომოი გადრდაიცვალა, – გადმოსცემს სააგენტო „Reuters“. მომოი ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისგან, ტოკიოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომოი 1903 წლის 5 თებერვალს, ფუკუშიმას პრეფექტურაში, გლეხის ოჯახში დაიბადა. 1928 წელს, ცოლად ქალბატონი ტომიკო მოიყვანა. მათ 5 შვილი შეეძინათ. მომოი აგროქიმიის პედაგოგი იყო. სხვადასხვა წლებში, საშუალო და ტექნიკური სკოლების დირექტორად მუშაობდა. მას 3 შვილი, 11 შვილიშვილი და 32 შვილთაშვილი დარჩა.
5 თებერვალს, საკარი მომოიმ თავისი 112-ე წლისთავი საავდამყოფოში ახლობლებთან ერთად აღნიშნა. გასულ წელს, გინესის რეკორდების წიგნის ექსპერტებმა იგი პლანეტის უხუცეს ადამიანად აღიარეს.
იაპონელი ამბობდა, რომ დღეგრძელობის საიდუმლო არ იცოდა. თუმცა ექიმები აღნიშნავენ, რომ მომოი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევდა და კარდაგ იკვებებოდა.
საკარი მომოის, პლანეტის უხუცესი ადამიანის ტიტული, ამერიკელი ალექსანდერ იმიჩისგან გადაეცა, რომელიც 2014 წელს, 111 წლის ასაკში გარდაიცვალა და იაპონელზე ერთი დღით უფროსი იყო.
იაპონია ცნობილია დღეგრძელი მოსახლეობით. გასულ წელს, 100 წელიწადზე მეტი ასაკის ადამიანების რიცხვმა, 58 ათასს გადააჭარბა.