![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/04/iaponia.jpg)
იაპონიაში „კოვიდ-19“-ის ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა დაწესდება. ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირების 252 და გარდაცვალების შვიდი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათ შორის 83 ინფიცირებული ტოკიოშია.
შედეგად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 618-ს მიაღწია. გარდაცვლილია 91 ადამიანი.
საგანგებო მდგომარეობა დღეიდან ამოქმედდა, თუმცა შენარჩუნდება „ძირითადი ეკონომიკური საქმიანობა“.
კრიზისის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისთვის, იაპონიამ ერთ ტრილიონიანი გეგმა შეიმუშავა.