
უპრეცედენტო წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის გამო, იაპონიის სამხრეთ კუნძულ კიუშუში, მინიმუმ, 16 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10-მდე ადამიანი დაკარგულია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოხუცებულთა თავშესაფარში 14 გარდაცვლილი იპოვნეს მას შემდეგ, რაც ახლომდებარე მდინარე ადიდდა.
ხელისუფლებამ 200 000-ზე მეტ ადამიანზე ევაკუაციის ბრძანება გასცა, ხოლო 10 000 ჯარისკაცი მაშველების დასახმარებლად გაგზავნა.
დღეს დილით წვიმა შედარებით შემსუბუქდა, თუმცა პროგნოზის მიხედვით, საღამოს დიდი წვიმაა მოსალოდნელი.
პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ მოსახლეობას მაქსიმალური სიფხიზლისკენ მოუწოდა.