იაპონიის ელჩმა საქართველოში 5 ივლისის ძალადობა დაგმო
იმამურა აკურა,გამოეხმაურა 5 ივლისის მოვლენებს სოციალურ ქსელ Facebook-ზე. მან აღნიშნა, რომ გმობს ძალადობას და საქართველოს მთავრობას შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
“5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მსვლელობის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს განხორციელდა თავდასხმა ჟურნალისტების წინააღმდეგ, ასევე, აქციის მონაწილეების ნაწილმა დაარბია კერძო ოფისი. ვგმობ მსგავს ქმედებებს, რადგანაც ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა თავიდან აიცილოს მსგავსი ძალადობა მომავალში და უზრუნველყოს სხვადასხვა ჯგუფების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება”. – წერს იაპონიის ელჩი საქართველოში,იმამურა აკურა.
შეგახსენებთ,რომ ღირსების მარში 5 ივლისს ვერ შედგა. მარშის არჩატარების გადაწყვეტილება Tbilisi Pride-ის ორგანიზატორებმა მას მერე მიიღეს, რაც ქალაქის ცენტრში ეკლესიის მიერ ორგანიზებულმა ჯგუფებმა ათობით ადამიანზე დაუსჯელად იძალადეს, პოლიციას მოძალადეები არ დაუსჯია.