მნიშვნელოვანირეგიონი

იაპონიის ელჩის მოადგილემ თელავში, ერეკლე მეორეს სასახლესთან საკურას ნერგები დარგა

იაპონიის ელჩის მოადგილემ თელავში, ერეკლე მეორეს სასახლესთან საკურას ნერგები დარგა.
დიპლომატი სუზუკი ტოშიიუკი იაპონიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად, თელავში ჩავიდა.

დიპლომატმა საკურას ნერგები ერეკლე მეორეს სასახლესთან და დასვენების პარკ “ნადიკვარზე,” თელავის მერთან ერთად დარგა.
სუზუკი ტოშიიკუმ განმარტა, რომ საქართველო და იაპონია სხვადასხვა სფეროში წარმატებით თანამშრომლობენ.

” ჩვენი ურთიერთობა მრავალ.წელს ითვლის. ყოველთვის ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ.ძალიან მომწონს თელავი და ბედნიერი ვარ, რომ საკურას დარგვის საშუალება მომეცა”- განაცხადა ელჩის მოადგილემ.

30 წლის იუბილეს კულტურულ ნაწილზე ” მშვიდობა მსოფლიოს” ცნობილმა იაპონელმა პიანისტმა, იოკოჰამას სინფონიეტას გენერალურმა მენეჯერმა, სიღნაღის საპატიო მოქალაქემ, ტოშიკი უსუიმ, თელაველი მსმენელისათვის საფორტეპიანო კონცერტი გამართა.

საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აგვისტოში დამყარდა, მას შემდეგ, რაც 1992 წლის აპრილში, იაპონიამ საქართველოს. დამოუკიდებლობა აღიარა.

მსგავსი პოსტები

Back to top button