იაპონიის კუნძულზე 3 კვირის მანძილზე 1190-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა [Photo/video]

იაპონიის კუბძულ კიუსიუზე მიმდინარე წლის 14 აპრილიდან 1190-ზე მეტი მიწისძვრა მოხდა. ქვეყნის სეისმური სამსახურის მონაცემებით, 15-დან 17 აპრილამდე მიწისქვეშა ბიძგების აქტივობამ პიკს მიაღწია, როცა უბედურების ზონაში ყოველდღე 100 საგრძნობი მიწისძვრა ფიქსირდებოდა.

კუნძულზე 16 ათასი სახცოვრებელი სახლი დაინგრა. 30 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა და დღემდე საევაკუაციო ცენტრებში იმყოფება. მიწისძვრის შედეგად 49 ადამიანი დაიღუპა, საევაკუაციო პუნქტებში სტრესისგან 17 ადამიანი გარდაიცვალა, 200 კი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

კიუსიუს რკინიგზასა და საავტომობილო ტრასებზე მოძრაობა გადაკეთილია. ავტოკორპორაცია Toyota-მ საჭირო დეტალების უქონლობის გამო საამწყობო ხაზები იაპონიაში მთლიანად შეაჩერა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34584″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button