მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კისიდა დღეს კიევში ჩავიდა, იტყობინება იაპონიის საინფორმაციო სააგენტო Kyodo. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ გამოუცხადებიათ.
მედიის ინფორმაციით, კიშიდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. როგორც მედია იუწყება, კიშიდა და ზელენსკი, სავარაუდოდ, უკრაინისადმი იაპონიის მხარდაჭერას განიხილავენ.

24 თებერვალს, ზელენსკიმ დაადასტურა, რომ კიშიდამ იაპონიაში მიიწვია. ანალოგიურად, ზელენსკიმ იაპონიის პრემიერი უკრაინაში მიიწვია.

კისიდა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიწვია უკრაინელი ლიდერის მონაწილეობისას „დიდი შვიდეულის“ ონლაინ სამიტში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავს მიეძღვნა. იაპონია ამჟამად „დიდი შვიდეულის“ მორიგე თავმჯდომარეა.

როგორც მოსალოდნელია, ზელენსკი და კისიდა ითათბირებენ იაპონიის დახმარებაზე ომის შემდგომ უკრაინის აღდგენის საქმეში. „პრემიერ-მინისტრი კისიდა ზელენსკის თავის პატივისცემას გამოუხატავს საკუთარი სამშობლოს დასაცავად დამდგარი უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიმტკიცისთვის“, – ნათქვამია იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კიევიდან იაპონიის ლიდერი პოლონეთში გაემგზავრება.

თებერვლის ბოლოს გლობალურ ფორუმზე ტოკიოში კისიდამ განაცხადა, რომ იაპონია უკრაინას გამოუყოფს 5,5 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტს ომისგან დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.

ომის მსვლელობისას ტოკიომ კიევს უკვე აღმოუჩინა 600 მილიონი დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარება, ასევე დიდი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარება, რომლის საერთო ღირებულებაც ასეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება.

იაპონია შეუერთდა აშშ-ისა და ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაეწესებინათ უკრაინაში მისი შეჭრის გამო. ტოკიომ აკრძალა რუსეთში ვაქცინების, სამედიცინო აღჭურვილობისა და რობოტების ექსპორტი. ასევე აკრძალულია რადიოაქტიური მასალების, ატომური ობიექტებისთვის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის სადაზვერვო სამუშაოებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობის მიწოდება. იაპონიის ხელისუფლებამ ამავე დროს გააფართოვა რუსეთის მოქალაქეების, კომპანიებისა და ბანკებისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების სია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სამშაბათს განაცხადა, რომ რუსეთის ორმა სტრატეგიულმა ბომბდამშენმა Tu-95-მა იაპონიის ზღვას გადაუფრინა. ისინი შვიდ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ ცაში. როგორც იტყობინებიან, ფრენა განხორციელდა საერთაშორისო სივრცეში, იაპონიას არ განუცხადებია მისი საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button