იაპონიის სანაპიროზე ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა [Video]

იაპონიის კუნძულ ჰონსიუსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რომლის კერა 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 6,6-ს მაგნიტუდა შეადგინა, – ინფორმაციას იაპონიის მთავარი მეტეოროლოგიური სამმართველო ავრცელებს.

ძლიერი მიწისძვრა იაპონიის დასავლეთ ნაწილში, პრეფექტურა ტოტორის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და დაზარალებულთა შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მეტეოროლოგები აცხადებენ, რომ ცუნამის საშიშროება მოსალოდნელი არ არის.

მიწისქვეშა ბიძგები იაპონიის 47 პრეფექტურიდან 31-ში იგრძნობოდა. რიგ რაიონებში, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრომატარებლების მოძრაობა შეჩერებულია.

შეგახსენებთ, რომ კუნძულ ჰონსიუზე ცნობილი ატომუტი ელექტროსადგური – “ფუკუშიმა” მდებარეობს. იქ 2011 წლის 11 მარტს 9- ბალიანი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ცუნამი გამოიწვია. 30-მეტრიანი ტალღები ატომურ ელექტროსადგურს თავს დაატყდა და მისი აფეთქება გამოიწვია. მაშინ ცუნამს 16 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 3 ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო სხივური დაავადებით 1,5 ათასი ადამიანი დაიღუპა.

https://youtu.be/tsfYj2ZtGPs

https://youtu.be/K6cJo_gD8TU

მსგავსი პოსტები

Back to top button