დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას ითხოვენ

დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები დღეს მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართავენ და გაუთქმელობის ხელწერილის გაუქმებას მოითხოვენ.

გიორგი მამალაძის ინტერესების დამცველის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ის საქმის შინაარსობრივ მხარეზე ამ ეტაპზე ვერ საუბრობს, რადგან დაცვის მხარეს საქმის გაუხმაურებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელი აქვს მოწერილი.

ადვოკატის თქმით, პროკურატურა საქმეზე დეტალების ტირაჟირებას ცალმხრივად ახდენს, რადგან მათ საკუთარი არგუმენტების საჯაროდ დაფიქსირების შესაძლებლობა არ აქვთ.

ადვოკატი მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნება საზოგადოებამ დაცვის მხარის არგუმენტებიც მოისმინოს.

პროკურატურამ საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავა. პროკურატურა არ აკონკრეტებს, ვის მკვლელობას ამზადებდა დეკანოზი. სასულიერო პირი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

ამ თემაზე ↓

“დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით დააკავეს” [Audio]

ილია მეორის ოპერაცია დასრულდა

მსგავსი პოსტები

Back to top button