მსოფლიოსიახლეები

იაპონური Avigan კორონავირუსის სამკურნალოდ

დაახლოებით 30 ქვეყანამ, დიპლომატიური არხებით, თხოვნით მიმართა იაპონიას, რათა მიაწოდოს მათ გრიპის საწინააღმდეგო წამალი Avigan, რომელიც იაპონიაში შეიქმნა და რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას COVID-19 დასამარცხებლად – ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა, იოშიჰიდე სუგამ განაცხადა.

”ამ მომენტში, ჩვენ ვათანხმებთ საჭირო რაოდენობით (წამლის) მიწოდებას უფასოდ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ”, – განაცხადა იოშიჰიდე სუგამ პრესკონფერენციის დროს.

Avigan შეიქმნა იაპონური კორპორაციის Fujifilm Holdings Corp შვილობილ კომპანიაში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის მთავრობა წამლის ბითუმად დიდი რაოდენობის შეძენას გეგმავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button