მნიშვნელოვანირეგიონი

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისათვის კახეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს

იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისათვის კახეთში 33 წლის მამაკაცი დააკავეს
ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყვარელში ამოიღეს.
მრავალჯერ ნასამართლევ მამაკაცს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 50 საბრძოლო ვაზნა, პირადი ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button