მნიშვნელოვანირეგიონი

იარაღის უკანონო შენახვისათვის კახეთში ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა,დედოფლისწყაროში 47 წლის მამაკაცის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოებისა და ავტომობილის ჩხრეკისას, გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.

წარსულში სხვადასხვა დანაშაულისათვის ნასამართლევი 41 წლის მამაკაცი დააკავეს ლაგოდეხშიც.

პოლიციამ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების,გასაღების, ასევე, წესის დარღვევით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში შემოტანის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს, 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button