სპორტი
იბრაჰიმოვიჩი მილანში რჩება

იტალიური გრანდის, მილანის თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გარშემო ინტერესი არ წყდებოდა.
საბოლოოდ, გადაწყდა, რომ სკანდინავიელს კლუბმა კონტრაქტი 1 წლით გაუხანგრძლივა. ცნობილია,რომ ამ ერთ სეზონში იბრაჰიმოვიჩი 7 მლნ. ევროს გამოიმუშავებს.
ზლატანს ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისს ეწურებოდა და პრესაში არაერთგვაროვანი მოსაზრებები ჟღერდებოდა.
ინფორმაცია მომხდარის შესახებ უკვე დაადასტურა “როსონერის” ოფიციალურმა ვებ_გვერდმა. ზლატან იბრაგიმოვიჩი მილანში 2010_2012 წლებში თამაშობდა. შემდეგ კი მხოლოდ 2020წლის იანვარში დაუბრუნდა ლომბარდიულ გრანს.
შავ_წითლების მაისურით მას 130 მატჩში 84 გოლი აქვს გატანილი.მათ შორის, 45 თამაშში მის აქტივში 28 გოლია.