მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„IDS ბორჯომი საქართველო”გაფიცულ თანამშრომლებს ანაზღაურების გაზრდას პირდება

„IDS ბორჯომი საქართველო”მზადაა დააკმაყოფილოს გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნები ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აღნიშნული კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„გვსურს, კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო”-ს პოზიცია. ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები, რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის – გიორგი დიასამიძის მიერ. მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“ბორჯომის” გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button