იეჰოვას მოწმეებმა სტრასბურგში საქმე მოიგეს

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დაადგინა, რომ იეჰოვას 13 მოწმის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი, მათ შორის – რელიგიის თავისუფლების უფლება.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფომ 10 მომჩივანს არამატერიალური ზიანისთვის 1 500 ევრო უნდა გადაუხადოს, 3 მომჩივანს მატერიალური ზიანისთვის – 500 ევრო, ყველა მომჩივანს ერთად ხარჯებისთვის – 10 000 ევრო.

იეჰოვას მოწმეების მტკიცებით, ისინი 2000-2001 წლებში დაშინების და აგრესიის მსხვერპლნი იყვნენ, მართლმადიდებლების, ხელისუფლების და პოლიციის მხრიდან. საუბარია ხუთ ინციდენტზე.

იეჰოვას მოწმეებმა საქმე “ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” 2014 წლის ოქტომბერშიც მოიგეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button