იენ მაკელენმა “ოსკარი” გეების უგულვებელყოფაში დაადანაშაულა [Video]

ბრიტანელმა მსახიობმა, იენ მაკელენმა, რომელიც გენდალფის როლის შესრულებითაა ცნობილი ფილმებში: “ბეჭდების მბრძანებელი” და “ჰობითი”, “ოსკარის” ორგანიზატორები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ ღია გეებისთვის სანატრელი სტატუეტი არცერთხელ მიუნიჭებიათ, – წერს The Guardian.

მსახიობის აზრით, ჰომოფობია ამერიკის კინოაკედემიისთვის ისეთივე პრობლემას წარმოადგენს, როგორც რასიზმი.

მაკელენმა გამოცემას შეახსენა, რომ ტომ ჰენკსმა, ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა და შონ პენმა გეების როლის შესრულებისთვის “ოსკარი” მიიღეს.

“ძალიან ჭკვიანურია, ძალიან. ეს იგივეა, რომ ჰეტეროსექსუალის როლის შესრულებისთვის პრიზი მომცენ”, – განაცხადა მსახიობმა.

ასევე, მაკელენმა ხმის მიცემის სისტემა გააკრიტიკა.

“თუ წარმატების მიღწევას როგორც აფროამერიკელი ან ლათინოამერიკელი მსახიობი ცდილობთ, “ოსკარის” ჟიურის იმედი არ უნდა გქონდეთ, ვინაიდან, იგი საშუალო ასაკის თეთრი მამაკეციბითაა დაკომპლექტებული”, – აღნიშნა მსახიობმა.

როგორც ცნობილია, სერ იენ მარი მაკელენი ღია გეია. იგი “ოსკარზე” ორჯერ იყო ნომინირებული როლების შესრულებისთვის ფილმებში: “ღმერთები და მონსტრები” და “ბეჭდების მბრძანებელი: ბეჭდების ძმობა”.

მსგავსი პოსტები

Back to top button