იენს სტოლტენბერგი 18 მარტს საქართველოს ეწვევა

განცხადების თანახმად, 17 მარტს სტოლტენბერგი ბაქოში ჩავა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან გამართავს შეხვედრას. მოგვიანებით ალიევისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 18 მარტს ნატო-ს გენერალური მდივანი აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდება.
ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებუი ინფორმაციის თანახმად, იენს სტოლტენბერგი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვა სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან.
გავრცელებული განცხადების თანახმად, დაგეგმილია იენს სტოლტენბერგისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია, რომელიც თბილისის დროით 15:25 საათზე გაიმართება.
დაგეგმილ ვიზიტს აფასებენ საქართველოში. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, ნატოს მოკავშირეობით საქართველომ საკუთარი საგარეო კურსის მთავარი მიმართულება არაერთხელ დაადასტურა.
19 მარტს კი ნატო-ს გენერალური მდივანი ერევანში ჩავა, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრეზიდენტთან, ვაჰაგ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან. მოგვიანებით ფაშინიანისა და სტოლტენბერგის მონაწილეობით ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.