მნიშვნელოვანიმსოფლიოპოლიტიკასიახლეები
იენს სტოლტენბერგი – ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ
ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი. ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ, კონფლიქტისკენ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„ნატო-ს პარტნიორებმა უპრეცედენტო სანქციები განახორციელეს. ჩვენ ვეხმარებით უკრაინას. ამასთან, ნატო არ არის კონფლიქტის მხარე, ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, ჩვენ არ ვისწრაფვით რუსეთთან ომისკენ, კონფლიქტისკენ”, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრებენ და კოორდინაციას გაუწევენ ალიანსის პასუხს უკრაინაში რუსეთის სასტიკ შეჭრასთან დაკავშირებით.