მნიშვნელოვანისაქართველო

კლუბი “ბასიანი” გაიხსნა

შსს-მ კლუბი “ბასიანი” დააბრუნა, – ამის შესახებ კლუბის დამფუძნებლები ზვიად გელბახიანი და ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებენ.

“მეგობრებო, დაგვირეკეს შ.ს.ს დან გვითხრეს რომ ბასიანს გვიბრუნებენ. გავდივართ კლუბში სანახავად! The door is open! მემგონი სახლში ვბრუნდებით” – წერს სტატუსზე ზვიადი.

შეგახსენებთ, რომ 22 მაისს კაფე “გალერიც” გახსნეს.

როგორც დამფუძნებლები აცხადებდნენ, ჯერ კიდევ გუშინ სამმართველოდან დაურეკეს, რათა გასაღები გადაეცათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზისდა გამო, მათ გადაწყვეტილება შეცვალეს, რაზეც კლუბის დამფუძნებლები ფიქრობდნენ, რომ საკითხს პოლიტიკური სარჩული ჰქონდა. კლუბებმა 27 მაისისთვის აქციაც დაანონსეს, რადგან გაჩნდა საფრთხე, რომ “ბასიანი” თვიური ხარჯების გადაუხდელობის გამო დახურულიყო.

დღეს, 10 დღის შემდეგ კრიმინალურმა პოლიციამ დალუქული კლუბი გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ დროისთვის კლუბის ტერიტორიაზე აღწერა მიმდინარეობს, რის შემდეგაც სამართალდამცველები ექსპერტები და კლუბის მფლობელები კლუბის შენობაში შევლენ.კრიმინალურ პოლიციასთან ერთად ადგილზე იმყოფებიან „ბასიანის“ დამფუძნებლები და მათი ადვოკატები.მოგვიანებით, შენობაში შესვლის საშუალება ჟურნალისტებსაც მიეცემათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button