იერუსალიმში სარეისო ავტობუსი ააფეთქეს: 20-მდე ადამიანი დაშავდა [Photo/video]

იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დერეჰ ქებრონის ქუჩაზე სარეისო ავტობუსი აფეთქდა. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის პოლიციამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

ოფიციალური მონაცემები დაღუპულთა შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. მედიკოსების ინფორმაციით, 15 ადამიანი დაშავდა, 2 კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ცარიელ ავტობუსში მოხდა. აფეთქების ტალღამ გვერდზე მდგარ მგზავრებით სავსე ავტობუსამდე მიღწია და მას ხანძარი გაუჩინა.

იერუსალიმის მერიის პრესმდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ავტობუსში ბომბი იყო დამონტაჟებული.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმელებს აღუთქვა, რომ აფეთქების ორგანიზატორებს აუცილებლად იპოვიან და სათანადოდ დასჯიან.

“იერუსალიმში 2 ავტობუსი აფეთქდა. ჩვენ ორგანიზატორებსა და მათ თანამზრახველებს აუცილებლად ვიპოვით. ტერაქტის უკან მგდომ დამნაშავეებს პასუხისგებაში გადავცემთ”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ და დაშავებულებს გამოჯანმრთელება უსურვა.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”33631″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button