მნიშვნელოვანისიახლეები

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 10 894 პირი გამოჯანმრთელდა

ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 50 058 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 794 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 264 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 15 315 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 496 156.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 10 894 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 300 062.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 683 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 15 315 ახალი შემთხვევიდან:

📌თბილისში გამოვლენილია 7 055 შემთხვევა

📌აჭარა – 960

📌იმერეთი – 2 233

📌ქვემო ქართლი – 907

📌შიდა ქართლი – 834

📌გურია – 470

📌სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 131

📌კახეთი – 1 118

📌მცხეთა-მთიანეთი – 286

📌სამცხე-ჯავახეთი – 235

📌რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 86.

დაძლეულია თუ არა უკვე პიკი და დაიწყო თუ არა ქვეყანაში დაინფიცირებულთა რაოდენობის შემცირება – არსებული დინამიკა ამაზე მეტყველებს, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ვირუსის მე-6 ტალღის დასრულება ჯერ კიდევ შორსაა.
ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ საქართველო “ფაიზერის” მიერ წარმოებულ ახალ ანტივირუსულ წამალს ელოდება. მანამდე კი ექიმები მოსახლეობას ჯანმრთელობის დაზღვევას ვაქცინით და რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვით ურჩევენ.
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგის, ნათია გორდაძის განცხადებით, ქვეყანა კვლავ პიკის ეტაპზეა და დაღმასვლას მოკლე დროში არ ელოდებიან.

ეპიდემიოლოგების ხმა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button