ინგლისელმა ეპისკოპოსმა ჯასტინ ველბიმ, იესო ქრისტეს კანის ფერთან დაკავშირებით, ტვიტერის საკუთარ გვერდზე სენსაციური განცხადება გააკეთა, რასაც საზოგადოების კონსერვატიული ნაწილისგან ბრიტანეთში, ევროპასა და აშშ-ში აღშფოთება მოჰყვა.
„აუცილებელია გვახსოვდეს, რომ რადგან იესო ახლო აღმოსავლეთიდან იყო, იგი თეთრკანიანი არ ყოფილა. ღმერთი, რომელსაც ჩვენ ვადიდებთ იესოს სახელით, უნივერსალურია და იმედი, რომელსაც იგი ჩვენ გვისახავს, ძალზე კარგია ყველა ჩვენგანისთვის.
“აქ არის ქრისტეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ნახატი.“ – წერს სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე ბრიტანელი სასულიერო პირი და აქვეყნებს შავკანიანი იესოს ნახატს.
Jesus was Middle Eastern, not white. It's important we remember this.
But the God we worship in Christ is universal, and the hope he offers is good news for us all. Here are some of my favourites images of Christ from around the world.
What are yours? pic.twitter.com/iXEUdJJFGQ
— Archbishop of Canterbury (@JustinWelby) June 27, 2020