სპორტი

IFAB – ის ახალი ინიციატივა… სტადიონზე ყვირილი ყვითელი ბარათით დაისჯება

ფეხბურთის ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით, ყვირილით გამოხატული ტკივილის სიმულაცია, შესაძლებელია ყვითელი ბარათით დაისაჯოს.

გადაწყვეტილებას წინ უწყოდა ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურის შეხვედრა ბარნლისა და არსენალს შორის, რომელიც ფრედ 1:1 დამთავრდა.

ლონდონის არსენალის მცველი ალექსანდრ ლაკაზეტი მეტოქე ერიკ პიტერსთან შეჯახებისას გაზონზე დაეცა და ყვირილი ატეხა. მას შემდეგ, რაც მსაჯმა პიტერსს ყვითელი ბარათი უჩვენა, ლაკაზეტი წამოდგა და თამაში ჩვეულ რიტმში გააგრძელა.

საერთოდ, სტადიონებზე გულშემატკივართა არყოფნამ, ხმები უფრო აშკარა გახადა.

ესეც, რომ არ ყოფილიყო, ლაკაზეტი იმდენად დიდ ხმაზე ყვიროდა, რომ ფრანგი ფეხბურთელის სიმულაციურ ჟესტს, სოციალურ და ელექტრონულ მედიაში დაუფარავად დასცინეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button