მნიშვნელოვანისიახლეები

“იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში”-კალაძე ევროკავშირს და აშშ-ს ცეკას ადარებს

თბილისის მერი კახა კალაძე ევროკავშირსა და აშშ-ს ცეკას ადარებს.
რასაკვირველია, ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ისეთი ევროკავშირი, სადაც არის სამართლიანობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, “იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში”.

კახა კალაძისთვის გაურკვეველია, კანონპროექტის შესახებ დისკუსიის წარმოება რატომ შეიძლება რომელიმე მხარისთვის მიუღებელი გახდეს. მანვე „გამჭვირვალობის კანონის“ გარშემო არსებული სიტუაცია საბჭოთა რეჟიმის დროს არსებულ ვითარებას შეადარა, სადაც არა დისკუსიითა და აზრთა გაცვლით, არამედ დირექტივით წყდებოდა ყველა საკითხი.

„მე დავიბადე საბჭოთა კავშირის პერიოდში, თუმცა მათი მმართველობა არ მახსოვს, ბავშვი ვიყავი. გადმოცემით რასაც ამბობენ, ვფიქრობ, იგივე ხდება დღეს ერთი ერთში, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში – მითითებები, ერთ ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკა-სთან რომ არ შეგეთანხმებინა. იგივე ხდება დღეს. თქვენ გინახავთ, რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში რომელიმე ქვეყნის დიპლომატი გამოდიოდეს და ერეოდეს იმაში, პარლამენტმა რა კანონი ან რა გადაწყვეტილება მიიღოს? სრული სიგიჟეა უბრალოდ.

ჩვენ ისეთი ევროკავშირი გვინდა, სადაც არის სამართლიანობა. ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რათა შენარჩუნებული იყოს სამართლიანობა, სიმშვიდე. არავის მიეცემა უფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button