მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები
იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების შეძენა ფერმერებს 25-პროცენტიანი ფასდაკლებით შეეძლებათ

ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღო.
აღნიშნული შეღავათით 2000-მდე მოიჯარე ისარგებლებს.
როგორც მტავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.