სპორტი

ნიკა კვეკვესკირმა შეცვლაზე ითამაშა. პოლონეთში სეზონი დაიწყო

პოლონეთში საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონი დაიწყო და პირველი ტურის მატჩში პოზნანის „ლეხი“ „რადმიაკს“ შეხვდა.

„ლეხის“ საშინაო მოედანზე, „ინეა სტადიონზე“ ჩატარებული თამაში უგოლოდ დასრულდა და ნიკა კვევკვესკირის გუნდმა მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა.

მიმდინარე წელს „ლეხს“ დაარსებიდან 100 წელი უსრულდება და გუნდს დიდი ამბიციები აქვს. მიუხედავად ამისა, „ექსტრაკლასის“ პირველ თამაშში მათ შესაბამისი შედეგი ვერ აჩვენეს.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მაციო სკორსამ კვეკვესკირი, მეორე ტაიმში, 73-ე წუთზე შეიყვანა მოედანზე. ქართველი შემტევი ნახევარმცველი საკმაოდ აქტიური იყო. მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია კიდეც, თუმა ანგარიში არ შეცვლილა და 0:0 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პოზნანის „ლეხში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშობდა, მაგრამ მას პოლონურ გუნდთან იჯარა დაუსრულდა და ფამაგუსტას „ანორთოსისში“ დაბრუნდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button