ილია მეორე კახეთში იმყოფება
![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2015/06/Ilia2.jpg)
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე, ამ წუთებში, არაოფიციალური ვიზიტით, კახეთში იმყოფება“პატრიარქი დღეს გამოემგზავრა და უკვე კახეთშია” – ამის შესახებ რადიო ჰერეთს ინფორმაცია საქართველოს საპატრიარქოში დაუდასტურეს.
პატრიარქი ხვალ,9 ივნისს, გეგმავს თელავის მონახულებას და იქ მიმდინარე “ქვევრის სახლის” რეაბილიტაციის პროცესზე დაესწრებას, მოგვიანებით კი როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, ალავერდის ტაძარს მოილოცავს.