ილია მეორის ოპერაცია დასრულდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ოპერაცია დასრულდა. ოპერაცია ბერლინში, ჰელიოს კლინიკაში ჩატარდა და ის ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

როგორც პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია თავის Facebook გვერდზე წერს, ოპერაცია წარმატებით დასრულდა და პატრიარქი ნარკოზიდან უკვე გამოვიდა.

ილია მეორეს კლინიკურ-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა დადასტურდა.

პატრიარქი გერმანიაში რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა.

მსგავსი პოსტები

Back to top button