მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეებისპორტი

ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ქართველი ძიუდოისტი (-100 კგ) ილია სულამანიძე მისთვის სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. პარიზის ოლიმპიადის ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

სულამანიძე შეხვედრას (1:0) იგებდა, თუმცა ჭიდაობის დასრულებამდე რვა წამით ადრე მიღებული მესამე შიდოს (გაფრთხილების) გამო წააგო (დასაშვებია მხოლოდ ორი შიდოს მიღება).

სულამანიძემ ფინალამდე ორი მეტოქე იპონით დაამარცხა; მეოთხედფინალში – ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი და ნახევარფინალში – შვეიცარიელი დანიელ ეიხი.

23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს და ევროპის ჩემპიონატების ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს პრიზიორია.

სულამანიძის ასპარეზობის შემდეგ, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს პარიზი 2024-ზე ამ დროისთვის ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალი აქვს. ილია სულამანიძის გარდა, ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო ძიუდოისტმა (-81კგ) ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოისტი (-90 კგ) ლაშა ბექაური კი მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.

ქართველი ძიუდოისტები 2 აგვისტოსაც იჭიდავებენ. ტატამიზე გამოვლენ ძიუდოისტი (+100 კგ) გურამ თუშიშვილი და ძიუდოისტი (+78 კგ) სოფიო სომხიშვილი

🇬🇪🥇ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია🇬🇪🥇

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

შეგახსენებთ, საქართველოს ამ დრომდე ოლიმპიადაზე ორი მედალი ჰქონდა. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა.

ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში ( ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button