ილიაწმინდაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 7 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ერთმანეთს სატვირთო მანქანა და მიკროავტობუსი შეეჯახა. სატვირთო მანქანის მძღოლმა საჭე სავარაუდოდ ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუს შეეჯახა.

ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩაქარე სახელდება. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი პოსტები

Back to top button