ილონ მასკი გახდა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რომელმაც აჯობა Amazon– ის აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ბეზოსს, ტესლას საფონდო ფასის მუდმივი ზრდის წყალობით. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის თანახმად, მასკი ახლა დაახლოებით 188 მილიარდი დოლარის მფლობელია.
”რა უცნაურია”, – თქვა მასკმა Twitter- ზე. ”კარგი, დავუბრუნდეთ სამსახურს …”
მასკმა ჯერ კიდევ ნოემბერში ჩამოიტოვა ბილ გეიტსი, რომელიც მეორე ადამიანი იყო სიმდიდრის მიხედვით მთელს მსოფლიოში.
Tesla– ს აღმასრულებელმა დირექტორმა პირადი სიმდიდრე 2020 წელს 150 მილიარდ დოლარით გაზარდა. მასკი Tesla– ს აქციების 20 %-ს ფლობს. Tesla-ს შემოსავლები კი გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რადგან მასკმა კომპანია გამოიყვანა ე.წ. ”წარმოების ჯოჯოხეთიდან” და მკვეთრად გაზარდა მისი ელექტრომობილების გაყიდვები, უფრო ხელმისაწვდომი Model 3 სედანისა და Model Y- ის წყალობით. ეს დაემთხვა ინვესტორების წარმოუდგენელ ზრდასაც.
კორონავირუსის პანდემიის დროს კი მისი აქციების ფასიც წარმოუდგენლად გაიზარდა.
ზოგადად, მასკი ამბობს, რომ ის არის “cash poor” – ანუ ნაღდი ფულის გაანგარიშებით ის ღარიბია. 2019 წელს ილონ მასკმა თქვა, რომ გაყიდის “თითქმის ყველა ფიზიკურ ქონებას”, მათ შორის საკუთარ სასახლეებს.. ის სესხებს იღებს აქციების შესაძენად, რაც მას ასე მდიდარს ხდის.
მასკი ახლა პლანეტის ყველაზე მდიდარი ადამიანია Bloomberg-სა და Forbes-ს გაანგარიშებით.