![](https://heretifm.com/wp-content/uploads/2020/12/The-BOys-Season-2-1.jpg)
მსოფლიოს უმსხვილესმა კინოპორტალმა IMDb 2020 წლის ყველაზე პოპულარული სერიალების რეიტინგი გამოაქვეყნა.
სია პორტალზე ამა თუ იმ შოუს გვერდის ნახვების რაოდენობის მიხედვით შედგა.
რეიტინგის პირველ ადგილს Amazon-ის შოუ „ბიჭები“ იკავებს, მეორეზე კი Netflix-ის პროექტი „ქაღალდის სახლია“. სამეულში ასევე შევიდა სერიალი „სიბნელე“.
ათეულში ასევე მოხვდნენ: „ოზარკი“, „მანდალორელი“, „დედოფლის გამბითი“, „აკადემია ამბრელა“, ველური დასავლეთის სამყარო“, „მხედვარი“, „გვირგვინი“.
ყოველთვიურად IMDb-ს 200 ათასამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს.
იხილეთ ლინკი: “THE BOYS”