მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული“- კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი გამოეხმაურა დღეს მომხდარ ინციდენტს, სადაც ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე არ მიიწვია კრიტიკული მედიის წარმომადგენლები.

როგორ დეგანი ამბობს, მედიას საშუალება უნდა ჰქონდეს მოსახლეობას სრულფასოვანი ინფორმაცია მიაწოდოს.

“მედია თავისუფლება რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია. ნებისმიერ პასუხისმგებლიან მედიასაშუალებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მოსახლეობას მიაწოდოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რათა საზოგადოებამ გააზრებული გადაწყვეტილებები მიიღოს. მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ყველა მედია საშუალებისგან. იმედგაცრუებული ვარ, რომ ზოგიერთი მედიასაშუალება არ იყო მიწვეული”, – თქვა კელი დეგნანმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button