“იმედი” არ აპირებს უარი თქვას პოლიტიკურ თოქ-შოუებზე”

ტელეკომპანია “იმედი” არ აპირებს, პოლიტიკურ თოქ-შოუებზე უარი თქვას და იმედოვნებს, რომ ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში უკვე ოქტომბერ-ნოემბერში მოხერხდება. ამის შესახებ ნათქვამია “იმედის” ხელმძღვანელობის განცხადებაში.

“საზოგადოების სხვადასხვა წრეში გაჩენილი კითხვების გამო აუცილებლად ჩავთვალეთ, გავაკეთოთ დამატებითი განმარტება. ტელეკომპანია “იმედი” არავითარ შემთხვევაში არ აპირებს, უარი თქვას პოლიტიკური თოქ-შოუების არსებობაზე საკუთარ ეთერში. მეტიც, მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები თოქ-შოუს წამყვანის შესაძლო კანდიდატებთან და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემოდგომაზე – ოქტომბერ-ნოემბერში, მოხერხდება ასეთი გადაცემის გაშვება ეთერში. აქვე წუხილს გამოვთქვამთ, რომ არხზე მიმდინარე სარედაქციო ცვლილებებს გარკვეულმა პირებმა განგებ მისცეს პოლიტიკური დატვირთვა”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button